ქალაქი ბათუმი
ქალაქი და პორტი საქართველოში, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. იგი წარმოადგენს ბათუმის მუნიციპალიტეტს და არის თანამედროვე საქართველოს მთავარი ტურისტული ცენტრი. თბილისისა და ქუთაისის შემდეგ სიდიდით მესამე ქალაქი საქართველოში და მოსახლეობის რაოდენობით მეორე.